ნარმანია თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის გათავისუფლებას ადასტურებს

კიდევ ერთი საკადრო ცვლილება დედაქალაქის მერიაში. ადმინისტრაციის უფროსის გათავისუფლება დავით ნარმანიამ დაადასტურა.

პაატა ჯაჭვლიანი დავით ნარმანიას კადრი იყო და ადმინისტრაციამდე ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

დედაქალაქის მერის თქმით, გადაადგილებები მერიაში მუდმივად მიმდინარეობს და განსაკუთრებული ცვლილება არ მომხდარა.

„ეს არის უმნიშვნელო გადაადგილება, რომელსაც ყოველთვის აქვს ადგილი. ასე რომ, არსებითი სახეცვლილება არ არის დაგეგმილი,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა კუჭავას ავტომობილის დათვალიერებისას “მაკაროვის” ტიპის იარაღი და მჭიდი აღმოაჩინეს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი პანკისის ხეობაში იმყოფება