ნარმანია ორშაბათს გადადგება ?!

თბილისის მერი დავით ნარმანია გადადგომის შესახებ განცხადებას, ორშაბათს გააკეთებს. მიუხედავად იმისა, რომ ნარმანია მისი გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და უარყოფს , “პირველ რადიოს” ნარმანიას გადაწყვეტილება დატოვო თანამდებობა , მმართველი კოალიციის ხელმძღვანელობაში არაოფიციალურად დაუდასტურეს. ინფორმაციის თანახმად, ნარმანიას გადაყენება რამოდენიმე დღის წინ გადაწყდა, თუმცა მისი მხრიდან განცხადების გაკეთება დროში მხოლოდ ღარიბაშვილის გადადგომის გამო გაიწელა. როგორც მედიაში არაერთხელ ითქვა და ასევე სახელისუფლებო წრეებშიც, ნარმანიას მუშაობით კოალიციის ფაქტობრივი ლიდერი ივანიშვილი დიდი ხანია უკმაყოფილოა და მმართველი პარტიის რეიტინგის ვარდნა დიდწლიად ღარიბაშვილთან ერთად ნარმანიასაც ბრალდება. “ნარმანიას ისტორის” ემატება არაერთი კორუფციული სკანდალი , დაკავებები მერიის სტრუქტურებში, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, ჩაშლილი ტენდერები და “კორუფციული სქემები”.

ნარმანიას გადადგომის შემთხვევაში თბილისის მერის მოვალეობას პირველი ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე შეასრულებს. გადადგომიდან 60 დღის ვადაში კი ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.

წყარო:

banner
წინა სტატიაში,,როდესაც მაღალი თანამდებობის პირი მიდის, მეტი არგუმენტი უნდა შესთავაზოს”
შემდეგი სტატიაბუდაპეშტის ქუჩაზე 24 წლის ბიჭი დაჭრეს