ნარმანია ნამდვილად მაიმუნი ვირიშვილია, მაგრამ მისი გადაყენების მოთხოვნას არ ვუერთდებით – ნატა ფერაძე

თბილისის მერიასთან შეკრებილი პარტიზანი მებაღეები თბილისის მერის დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნას არ უერთდებიან და დედაქალაქის გამწვანების სამსახურის პასუხისმგებელი პირების გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. აქტივისტები ახლაც მერიასთან არიან შეკრებილები. თავად უწყებაში კი გაძლიერებულია დაცვა და უსაფრთხოების სამსახური გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს.

“გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი მოქალაქის ხელმოწერა შეგროვდეს, ეს არის სულხანიშვილის და კახნიაშვილის გადაყენებაზე, ჩვენ არ ვუერთდებით მერის გადაყენების მოთხოვნას. ერთმნიშვნელოვნად ეს არ არის ქალაქის მერი და ნამდვილად მაიმუნი ვირიშვილია, მაგრამ გაისად არის არჩევნები და ჩვენ ჩვენს თავზე ამ პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ,“ – განაცხადა ნატა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს შენობის გარეთ დაძაბული ვითარება იყო. ტერიტორიაზე მესამე სექტორი და პოლიცია იყო მობილიზებული. აქციის მონაწილეები თბილისის მერის გადადგომას და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.

banner
წინა სტატიაშიევროპის სახალხო პარტიის ლიდერები ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შეხვდნენ
შემდეგი სტატია,,როცა მმართველობიდან წავალ, ამ ქალაქში მეტი ახალი საბავშვო ბაღი, გზა, ხე დარჩება, მეტი ახალი ევროპული ავტობუსი ივლის”