გადაწყვეტილებებს ბიძინა ივანიშვილი იღებს… ნარმანია ყველაზე დაბალ რეიტინგული პიროვნებაა

14585287_1797266930558306_1994356905_nდედაქალაქში არსებულ პრობლემებზე საუბარი გადაცემა არჩევანში ცხარე კამათის ფონზე წარიმართა. ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი აბესაძემ დავით ნარმანიას “უფუნქციო მერი” უწოდა და აღნიშნა, რომ დღეს რეალურად გადაწყვეტილებებს არა ნარმანია, არამედ ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იღებს.

„ყველაზე ტრაგიკული ამ სიტუაციაში არის ერთი, ამ კანდიდატებს კი არა თბილისის მერს დავით ნარმანიასაც კი არა აქვს პასუხები, თბილისის მერმა დავით ნარმანიამაც კი არ იცის რა ხდება მის უწყებაში და ვის დაუნიშნავენ მოადგილედ და ვის მოუხსნიან. აი ეს გაბერილი საშტატო ბიუროკრატია თვალდაფჩენილი უყურებს მხოლოდდამხოლოდ ივანიშვილს და მხოლოდდამხოლოდ ივანიშვილის სასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აქვთ გარანტირებული სკამებზე სხდომა,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

თავისუფალი დემოკრატების წევრმა ზურაბ აბაშიძემ კი დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ყველაზე დაბალ რეიტინგულ პიროვნებად მოიხსენია.

„დღეს ჩვენ ნეპოტიზმთან რეალურად გვაქვს საქმე, დღეს ყველაზე დაბალ რეიტინგული პიროვნება საქართველოში არის თბილისის მერი, თავად ქართულ ოცნებაშიც სირცხვილად მიაჩნიათ, რომ ქალაქის მერი არის ბატონი ნარმანია. დიდი შეცდომა იყო და ვფიქრობ შეურაცხყოფაც იყო თბილისელებისთვის ნარმანიას მერობა,“ – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

https://youtu.be/xzRpHsE2R9I

banner
წინა სტატიაში,,მოსკოვს ობამა არ ახარებს… კლინტონის კიდევ უფრო ეშინია… მისი ბოლო იმედი ტრამპია,,
შემდეგი სტატიარუსეთს სამხედრო დანაშაულებებში სდებენ ბრალს