ნარმანია კარლო ლეკვეიშვილის თბილისის მერის მოადგილედ შესაძლო დანიშვნაზე ინფორმაციას არ ადასტურებს

ყოფილ პრემიერ-მინისტეს, ბიძინა ივანიშვილის დედაქალაქის მერის პატიოსნების აღარ სჯერა

დავით ნარმანია კარლო ლეკვეიშვილის თბილისის მერის მოადგილედ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს.

დედაქალაქის მერი გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ გრიგოლ ლილუაშვილს, რომლის ადგილზეც დასახელდა ლეკვეიშვილი, ჯერჯერობით თანამდებობა არ დაუტოვებია და ის შვებულებაში იმყოფება.

გავრცელებული ცნობით, ბიძინა ივანიშვილის ასოციაცია ატუს ყოფილი დირექტორი და ქართუს წარმომადგენელი, გრიგოლ ლილუაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც არჩევნებზე მაჟორიტარ დეპუტატად აპირებს კენჭის ყრას. დავით ნარმანიამ დაადასტურა ინფორმაცია, სატრანსპორტო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მერის განცხადებით, ამ პოსტზე მისივე მოადგილის, მამუკა მუმლაძის კანდიდატურაა წარდგენილი.

„არც ერთ კანდიდატურას, რაზეც დღეს იყო საუბარი, არ ვადასტურებ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით რაიმე სიღრმისეული კონსულტაციები არ მიმდინარეობს. გიორგი ჯერ კუთვნილი შვებულებით სარგებლობს, ის ოფიციალურად წარდგენილია კანდიდატად, თუმცა მას არ აქვს ვალდებულება, რომ გათავისუფლდეს სამსახურიდან, ვიდრე ოფიციალურად არ დაიწყებს საარჩევნო კამპანიას. სატრანსპორტო სამსახურის ხელმძღვანელი გადავიდა კერძო კომპანიაში სამუშაოდ, მამუკა მუმლაძე, რომელიც სატრანსპორტო სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტზე მუშაობდა. მისი კანდიდატურა არის წარდგენილი სამსახურის ხელმძღვანელად,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში კლუბში სამი ადამიანი დაჭრეს
შემდეგი სტატიალევან შონია: ჩვენ უნდა განვავითაროთ სპორტული ტურიზმი