ნარმანია: გავეცნობით აუდიტის დასკვნას და განცხადებას შემდეგ გავაკეთებთ

თბილისის მერია გენერალური აუდიტის ლაშა თორდიას ბრალდებებს აუდიტის სამსახურის დაკვნის შემდეგ უპასუხებს.

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, უწყება დასკვნის გამოქვეყნებას ელოდება, რის შემდეგაც ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს.

“ჩვენ გულისყურით გავეცნობით აუდიტის დასკვნას, ამის შემდეგ ვაპირებთ გავაკეთოთ განცხადება იმ ნაწილში , რაც დედაქალაქის მერიას შეეხება, ველოდებით განცხადების გამოქვეყნებას”, -განაცხადა დავით ნარმანიამ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ „ელ ცენტროში“, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი თავს დაესხნენ. ლაშა თორდია მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.

banner
წინა სტატიაშილისის ტბასთან მიწის თაღლითურად მითვისების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის ანგარიშს სისტემური ხედვა აკლია – კილაძე