33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით, უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის მომზადების ბრალდებით, უკრაინის ორი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკების გავრცელების სქემა შეიმუშავეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებას სხვადასხვა მეთოდით გეგმავდნენ.

სამართალდამცველებმა საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი” ნივთმტკიცებად ამოიღეს. ასევე, მათი დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 18 – 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიცეცხლსასროლი იარაღებისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 7 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაუკრაინამ ანექსირებულ იალტასა და ალუშტაში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბა