9.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 21, 2026
banner

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამონათვალს ახალი ნივთიერებები ემატება

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ჩამონათვალს ახალი ნივთიერებები ემატება.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი ჯანდაცვის კომიტეტმა განიხილა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, დამატება გაეროს კონვენციების თანდართული სიების თანახმად ხდება.

კონვენციების სიებში შევიდა საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები, რომლებიც სამკურნალო და ფარმაცევტული მიზნებისთვის არ გამოიყენება.

„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის“ შესაბამის სიებში, „ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების“ ნუსხას გაეროს სიებში შეტანილი 15 ახალი დასახელების ნივთიერება, ხოლო „ფსიქოტროპული ნივთიერებების“ სიას ერთი ნივთიერება ემატება.

აღნიშნული ნივთიერებები კანონის მე-2 დანართში (უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხა) მოცემული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების ცხრილს ემატება.

გარდა ამისა, კანონპროექტით, პრეკურსორების სიის ცხრილს ემატება 18 ახალი ნივთიერება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხელისუფლება, მთავრობა და პარლამენტი აქტიურად არიან ჩართულნი ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ ახალ ნარკოტიკულ საშუალებებთან დაკავშირებით დროული რეაგირებაა აუცილებელი“, – განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ნიუ იორკში შეხვედრისას რიჩარდ გირმა მითხრა, რომ აღშფოთებული იყო საქართველოზე რუსეთის თავდასხმით
შემდეგი სტატიაბაჩო ახალაიას წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა