ნარკოტიკის ზემოქმედების შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს ეკლესიური წესი შესაძლოა აღარ აუგონ – წმინდა სინოდის სხდომის ოქმი

სასულიერო პირების მსჯელობის შედეგად სინოდის სხდომაზე გადაწყდა, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების დროს გარდაცვლილ ადამიანებს ეკლესიური წესი შეიძლება, აღარ აუგონ, თუმცა ამ საკითხს სპეციალური კომისია გადაწყვეტს.
წმინდა სინოდი ასევე წინააღმდეგია მარიხუანას ფლობისთვის გაუქმდეს ადმინისტრაციული სასჯელი.
ოქმში საუბარია, რომ სასჯელის გაუქმება ქვეყანაში მარიხუანას ლეგალური კულტივაციის ნიადაგს შექმნის.
წმინდა სინოდის სხდომის ოქმიდან ცნობილი ხდება, რომ სასულიერო პირებმა გუშინ ნარკოპოლიტიკის შესახებაც იმსჯელეს, თუმცა განჩინების გავრცელებამდე სინოდის არც ერთ წევრს ამ საკითხზე არ უსაუბრია.
„მიგვაჩნია რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ნარკოლიბერალიზაციასთანდაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, დიდი საფრთხის შემცველია. კანაფის დამზადების ნებართვა კი ფაქტობრივად ნარკოვაჭრობის ლეგალიზებაა, რაც ქვეყანას უმძიმეს შედეგებს მოუტანს.
სხდომისას წამოიჭრა საკითხი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს გარდაცვლილი ადამიანების ეკლესიური წესის აღსრულების შესახებ. კრებამ იმსჯელა და დაადგინა:
შეიქმნას კომისია აღნიშნულ და სხვა დამამძიმებელ გარემოებათა გამო საკითხების საეკლესიო ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად,“-განაცხადა აბბა ალავერდელი მიტროპოლიტმა მეუფე დავითმა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელების მხრიდან ზეწოლა და შევიწროება – 62 წლის მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა
შემდეგი სტატიაწმინდა სინოდის საბოლოო განჩინება – მეუფე შიო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეა