ნარკოტიკის მოხმარება არ დადასტურდა – გახარია ვენის ჰოსპიტლის დასკვნას ასაჯაროებს

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია აცხადებს, რომ ვენის წამყვან ჰოსპიტალში ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა. ამის შესახებ გახარია სოციალურ ქსელში წერს.

„თმის ნიმუშის კვლევის პასუხამდეც რამდენიმე დღე დარჩა. ვენის წამყვან ჰოსპიტალში RUDOLFINERHAUS ჩატარებული ექსპერტიზის დეტალური კვლევების შედეგად, არანაირი ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება არ დადასტურდა“, – წერს გიორგი გახარია.

ამასთან, როგორც პარტია „საქართველოსთვის“ პრესსამსახურში აცხადებენ, ექსპერტიზა ვენის წამყვან ჰოსპიტალში ჩატარდა 2021 წლის 14 სექტემბერს. მათივე ინფორმაციით, ექპერტიზის დასკვნაში აღნიშნულია, რომ გიორგი გახარიამ გაიარა ნარკოტიკულ ნივთიერებებზე ნებაყოფლობითი შემოწმება სისხლისა და შარდის ანალიზებით.

banner
წინა სტატიაშიადვოკატი მეგის ქარდავას მიმართ გამოტანილი ხუთი გამამტყუნებელი განაჩენის გასაჩივრებას აპირებს
შემდეგი სტატიასაია დადგენილი მაჟორიტარული ოლქების საზღვრების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს