“ნარკოტიკი კლავს” დედების აქცია ბათუმში

ბათუმში დედების აქცია გაიმართა. “ნარკოტიკი კლავს” – ამ მოწოდებით ქალები ევროპის მოედანზე გავიდნენ და ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა გააპროტესტეს. “გადაგვირჩინეთ შვილები, ნუ გაჩუმდებით” – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.

პროტესტის რეჟიმში გადასული ქალები ხელისუფლებისგან იმ ადამიანებისს დასჯას მოითხოვენ, რომლებსაც სასიკვდილო ნივთიერებები ქვეყანაში შემოაქვთ, შემდეგ კი უკონტროლოდ ყიდიან.

ბათუმის ცენტრში გამართული აქცია-პერფორმანსი “ნაციონალური მოძრაობის” ქალთა ორგანიზაციის მიერ იყო ორგანიზებული.

banner
წინა სტატიაშიბერლინში ერთმანეთს გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერები შეხვდებიან
შემდეგი სტატიარუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კენჭისყრა დაიწყო