ნარკოტიკებით ზედოზირების 15 შემთხვევა ბოლო 5 დღეში – “ოცნების რეფორმას” ნარკოლოგი აფასებს

ახალი წლის პირველ დღეებში ნარკოტიკებით ზედოზირების 15 შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ ნარკოლოგი, “ფედერალისტების” წევრი,  ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.

სიხარულიძის თქმით, “ოცნების” „რეფორმებმა“ მძიმე შედეგი უკვე გამოიღო – ლირიკას მასობრივად იყენებენ, ფსიქიატრიულში თავისუფალი ადგილი აღარ არის, სისტემა გადატვირთულია და ციხეები ნარკომომხმარებლებით ივსება.

ექიმი განსაკუთრებულ საფრთხედ ფენტანილის შესაძლო გავრცელებას მიიჩნევს და ამბობს, რომ თუ ამ მიმართულებით პოლიტიკა არ შეიცვლება, შედეგები კიდევ უფრო მძიმე იქნება.

“მხოლოდ ამ ახალი წლის დღეებში, ჩემთვის ცნობილი ინფორმაციით, დაფიქსირდა ზედოზირების 15 -მდე შემთხვევა. სამი პაციენტი უმძიმეს მდგომარეობაშია, კომაში  უკვე 10 დღეა. დღეს საბურთალოზე სამი ახალგაზრდა ზედოზირებით კვლავ უმძიმეს მდგომარეობაშია.
გააგრძელეთ ასე „რეფორმების“ გატარება ამ დარგში და შედეგი კიდევ უფრო უარესი იქნება. ლირიკაზე  მთელი ქვეყანა „შეჯდა“, ხოლო ფსიქიატრიულში გამწვავებული პაციენტი ვერ დავაწვინე – ადგილი უბრალოდ არ იყო. ორმაგი დიაგნოზის მქონე პაციენტებით სისტემაა სავსე და ეს ვითომ რეფორმაა? ძალიან „წარმატებული“, აბა რა.
მიდით, მიაწექით  ციხეები ისედაც გადავსებულია მომხმარებლებით — ესეც ფაქტია, უტყუარი. და რაც ყველაზე საშიშია, ყველაფერი იქით მიდის, რომ ფენტანილმა ფეხი შემოდგა და ახლა ჩვენს ქუჩებში და მიწაში გავრცელდება. ძაან სწრაფად იფი და ოროღა აბა ჰე წინ და წინ ბრიფინგი დამაკლდა წლის ბოლოს წარმატებული რეფორმის შედეგების  ,კიდევ უფრო მკაფიო” , – წერს სიხარულიძე. 

შეგახსენებთ, ივანიშვილის პარლამენტმა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებებს მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. დოკუმენტის მიხედვით, ერთიანი საინფორმაციო ბაზა 2026 წლის 1 მარტამდე უნდა შეიქმნას. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ცვლილებები სხვადასხვა ლიცენზიებისა და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების გაცემას უკავშირდება და მიზნად საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით 50 წლის მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიაუკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალ სერიას იწყებს