ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი ფართო მსჯელობის დაწყებას ითხოვს

ნარკოპოლიტიკის რეფორმის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი ფართო მსჯელობის დაწყებას ითხოვს. განცხადება ახალი საკანონმდებლო პაკეტის შესახებ დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საკითხს კომპლექსური შესწავლა სჭირდება, თუმცა სამინისტროს პოზიცია და თვითმიზანი ვინმეს დასჯა არ არის.

„როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ამას მართლაც კომპლექსური შესწავლა სჭირდება, რომ არ არის თვითმიზანი ვინმეს დასჯა, არამედ მიზანი არის ზიანის შემცირება. ჩვენი პოზიცია იგივეა და არამც და არამც არ ნიშნავს, რომ ეს არის გადაწყვეტილების თავიდან აცილების მცდელობა. ეს არის საკითხი, რომელზეც საჭიროა ფართო მსჯელობა, რომელიც ახლა მიმდინარეობს და ნამდვილად, გულწრფელად მჯერა, რომ საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ ისეთ შედეგს, რომელიც იქნება დაბალანსებული და ზიანების შემცირებისკენ მიმართული,“- განაცხადა დავით სერგეენკომ.

banner
წინა სტატიაშითბილისში მყოფი უკრაინის ვიცე-პრემიერი – საქართველოს მთავრობასთან უფრო საინტერესო თემები გვაქვს განსახილველი, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ბედია
შემდეგი სტატიანანა გაგუა: „ნებისმიერი მამაკაცის რეპუტაცია სერიოზული დარტყმის ქვეშ დადგება!“