ნარკოპოლიტიკის რეფორმა – “ქართული ოცნების” სხდომა იწყება

უმრავლესობის სხდომა პარტიის თავმჯდომარესთან ერთად. ბიძინა ივანიშვილი ნარკოპოლიტიკაზე მიმდინარე შიდა დაპირისპირების მოსაგვარებლად მმართველ გუნდში მიმდინარე დისკუსიაში თავად ერთვება. შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში ამ წუთებში იწყება, სადაც უკვე იკრიბებიან გასხვავებული მოსაზრებების მქონე დეპუტატები.

„დეკრიმინალიზაცია უნდა შეეხოს მარიხუანას. დანარჩენი სახის ნარკოტიკებზე მხარს ვუჭერ, პირველ მეორე შემთხვევაზე არ იყოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, იყოს სხვა კუთხით მუშაობა ამ კატეგორიის ადამიანებთან, თუკი მას საშველი არ დაადგება რა თქმა უნდა მაშინ გამოსასწორებელი სამუშაოები, ანუ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. რაც შეეხება ლეგალიზებას მაგაზე საუბარიც არ არის,“-აცხადებს კარლო კოპალიანი.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – კონსერვატორების” თავმჯდომარე გიგა ბუკია კი აცხადებს, რომ კანონი მკაცრი უნდა იყოს ნარკორეალიზატორების მიმართ.

„ჩვენ დავუჭერთ მხარს ისეთ კანონს, რითაც შემცირდება ნარკოტიკების რაოდენობა და ხელმისაწვდომობა ქვეყანაში და ამავე დროს შემცირდება ნარკომომხმარებლების რაოდენობა“-აცხადებს ბუკია.

banner
წინა სტატიაშიე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის დაკავებული საქართველოს მოქალაქე გალში, საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება
შემდეგი სტატიაჟურნალისტ ნათია კობერიძეს წამებითა და გაუპატიურებით ემუქრებიან