,,ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე აუცილებლად მიიღებს გადაწყვეტილებას”

„ჩვენთვის მთავარია დაბალანსებული პოლიტიკის განხორციელება და ეს არის უმთავრესი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, უნდა იყოს ჰუმანური პოლიტიკა, თუმცა, მეორე მხრივ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მიზნებს ვაღწევდეთ ჩვენ პოლიტიკით. უმთავრესი მიზანი, რა თქმა უნდა, არის მოხმარების შემცირება და ამაზე იქნება აგებული თითოეული გადაწყვეტილება, რომელსაც მივიღებთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, მუშაობა გრძელდება როგორც მარიხუანის, ასევე სხვა სახის ნარკოტიკებთან დაკავშირებით და მიღებული იქნება დაბალანსებული გადაწყვეტილება.

„მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილება არის მიღებული მარიხუანას ნაწილში და აქ საჭიროა მკაცრი რეგლამენტაცია იმისათვის, რომ ვაკუუმი შეივსოს ამ მიმართულებით. ასევე, გრძელდება მუშაობა სხვა სახის ნარკოტიკებთან დაკავშირებით. იქაც იქნება დაბალანსებული გადაწყვეტილებები მიღებული. კიდევ ერთხელ, მიზანი არის, ერთი მხრივ, ჰუმანური პოლიტიკა, მეორეს მხრივ ის, რომ შემცირდეს საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება და ამ პრინციპით ვიხელმძღვანელებთ. საშემოდგომო სესიაზე აუცილებლად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება არ ღირს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის სასახლე, ეს არის მნიშვნელოვანი სიმბოლო და უნდა შეესაბამებოდეს პრეზიდენტის უფლებამოსილებებს