ნარკომაფიის წარმომადგენლებმა 15 ადამიანი მოკლეს- მკვლელობათა სერია მექსიკაში

ევროკომისია: თურქეთთან ვიზალიბერალიზაცია საშიშია

მექსიკის ქალაქ სიუდად-ვიქტორიაში 15 ადამიანი მოკლეს. BBC-ს ცნობით, ნარკომაფიის წარმომადგენლები ერთ-ერთ სახლში შეიჭრნენ და ოჯახის ყველა წევრი, რომელთაც ეძინათ, დახოცეს.

გარდაცვლილთა შორის 5 მცირეწლოვანი გოგოც იყო.

მეორე თავდასხმა 45 წუთის შემდეგ განხორციელდა, რომლის შედეგადაც ერთი მამაკაცი და ორი ქალი გარდაიცვალა. მოგვიანებით კიდევ ერთი 16 წლის მოზარდის მკვლელობის ფაქტი გახდა ცნობილი. სროლის შედეგად ოთხმა ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო.

ამ დრომდე უცნობია ეს დანაშაული ერთი და იგივე ადამიანებმა ჩაიდინეს თუ არა და რამდენი თავდასხმელი იღებდა მონაწილეობას.

სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ მკვლელობათა სერია ნარკოკარტელების დაპირისპირებას ეხება.

banner
წინა სტატიაშიგორის რაიონში “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ბასიშვილი იქნება
შემდეგი სტატიაგუკა რჩეულიშვილის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს