ნარკოლოგიურ შემოწმებათა რაოდენობა ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 2018 წელს ნარკოლოგიურ შემოწმებაზე 8 650 პირი იყო წარდგენილი, დადებითი შედეგი კი, 4 961 შემთხვევაში დადასტურდა.

უწყების მონაცემებით, ბოლო წლებში ნარკოლოგიურ შემოწმებათა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ამ ხრივ 2013 წელს დაფიქსირდა.

მონაცემები ნარკოლოგიურ შემოწმებათა და შედეგების შესახებ შსს-ს ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული:

2012 წელი – 21 749 წარდგენილი პირი, 7627 დადებით შედეგი;
2013 წელი – 60 196 წარდგენილი პირი, 22 711 დადებითი შედეგი;
2014 წელი – 50 865 წარდგენილი პირი, 14 005 დადებითი შედეგი;
2015 წელი – 37 503 წარდგენილი პირი, 10 894 დადებითი შედეგი;
2016 წელი – 22 405 წარდგენილი პირი, 8229 დადებითი შედეგი;
2017 წელი – 13 175 წარდგენილი პირი, 6 657 დადებითი შედეგი;
2018 წელი – 8 650 წარდგენილი პირი, 4 961 დადებითი შედეგი.

banner
წინა სტატიაშიილია მეორემ სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ჯარისკაცებით სავსე БТР-ი კლდიდან გადავარდა