15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

ნარკოლოგი: სიტუაცია არის უმძიმესი. დღე არ გავა, რომ ზედოზირების ახალი შემთხვევები არ იყოს

სიტუაცია არის უმძიმესი. დღე არ გავა, რომ ზედოზირების ახალი შემთხვევები არ იყოს. სიკვდილი, რეანიმაცია, ფსიქიატრიული საავადმყოფო, ფსიქოზი, ინტოქსიკაცია და ა.შ. ყველას სიკვდილზე დღეს პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. პირადად ჯანდაცვის მინისტრი საერთოდ იგნორირებას ახდენს ამ თემის,– თქვა ნარკოლოგმა და პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ სიხარულიძემ.

,,ზუსტად ერთი წელი სრულდება რეფორმის დაანონსებიდან და მივიღეთ კატასტროფული მდგომარეობა. აუცილებლად მოეკითხება ამ ადამიანებს იმიტომ, რომ დღეს აღარ გვაქვს არანაირი ნარკოპოლიტიკა.

ზედოზირება იყოს ნაკლები, ზიანი, რომელიც მოაქვს ნარკოტიკს, იყოს ნაკლები, ნარკოტიკებზე შემცირდეს მოთხოვნა – ამაზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა. ამისთვის არსებობს მსოფლიოში აპრობირებული მექანიზმები, რომელსაც უნდა აკეთებდეს სახელმწიფო იმისათვის, რომ შეაჩეროს და შეამციროს [ნარკომოხმარება] ამას კი არ აკეთებენ, თვითონ არიან ჩართული ამ ბიზნესში. 53 მილიონი ლარის სააფთიაქო ნარკოტიკი გაყიდეს კომპანიებმა, რომელსაც ლობირებდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც დაჭერილია. მეორე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, რომელიც ასევე დაჭერილია, ასევე, ჩართული იყო სააფთიაქო ნარკომანიის და ზოგადად ამ სისტემის არსებობაში“ ,- თქვა ნარკოლოგმა და პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ სიხარულიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: ეროვნული ღირსებაც ფეხებზე კიდიათ, ჩვენი ისტორიაც და ქვეყნის ინტერესებიც
შემდეგი სტატიაქართველი ექიმი შოთა მუსაევი — მგზავრი, რომელმაც FlyDubai-ს რეისზე დაჭრილ პილოტს დახმარება აღმოუჩინა