3.8 C
Tbilisi
პარასკევი, მარტი 13, 2026
banner

ნარკოკარტელის ლიდერის მკვლელობის შემდეგ არეულობებმა მინიმუმ ცხრა შტატი მოიცვა – დაღუპულია 11 პირი

ნარკოკარტელის ლიდერის მკვლელობის შემდეგ არეულობებმა მინიმუმ ცხრა შტატი მოიცვა – ხალისკოდან ვერაკრუსამდე. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით დაღუპულია 11 ადამიანი, დააკავეს 22.

დაახლოებით 50 ბანკის ფილიალი დამწვარი ან გაძარცულია.

მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა განაცხადა, რომ „ქვეყნის უმეტეს ნაწილში ვითარება ნორმალური რჩება“.

გარდა ამისა, აშშ-მა დაადასტურა, რომ მან მექსიკას სადაზვერვო ინფორმაციული მხარდაჭერა გაუწია კარტელის ლიდერის ლიკვიდაციის ოპერაციაში.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კარტელები სრულფასოვანი შეიარაღებული სტრუქტურების სახით მოქმედებენ – ჯავშანტექნიკით, კოორდინაციითა და ჩასაფრების ტაქტიკით.

მექსიკის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ ღამეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კარტელის ლიდერი, ნარკობარონი ელ მენჩო მოკლეს. ელ მენჩოს ლიკვიდაციას ქვეყანაში არეულობა მოჰყვა.

banner
წინა სტატიაში“სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი” მდგომარეობის გამო, ფუნქციონირება შეაჩერეს სკოლებმა, ქუჩები გადაკეტილია, გაუქმდა ავიარეისები
შემდეგი სტატიაწმინდა ფრანცისკე ასიზელის ძვლების სანახავად თითქმის 400 000 ადამიანი დარეგისტრირდა