25 C
Tbilisi
ორშაბათი, ივნისი 15, 2026
banner

ნარკოდანაშაულში ბრალი 14 პირს წარედგინა, ამოღებულია, მათ შორის, ფენტალინიც

საქართველოს პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის ფაქტებზე 14 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ სხვადასხვა სახეობის და რაოდენობის, მათ შორის, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალებებს და აღნიშნული ნივთიერებების რეალიზაციას ახდენდნენ.

„გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 6.23 გრამამდე „ჰეროინი“; 15.3 გრამამდე „პრეგაბალინი“; 0,81 გრამამდე „ალფაპევეპე; 0,1158 გრამი მორფინის ფუძე; 0,614 გრამი კოდეინის ფუძე; 115 გრამამდე „გამომშრალი მარიხუანა“;

აღსანიშნავია, რომ ამოღებულ ნარკოტიკთა შორისაა 0,165 გრამი ფენტალინი. ეს საშუალება ასჯერ უფრო ძლიერია, ვიდრე “ჰეროინი” და მისი მცირე დოზაც კი ლეტალურ შედეგს იწვევს, ასევე სასიკვდილოა მცირე დოზითაც კი მისი შერევა სხვა სახის ნარკოტიკებში, რაც მიღებული პრაქტიკაა ნარკორეალიზატორებს შორს და ამ ხერხს, ძირითადად, რომელიმე დასახელების ნარკოტიკის ეფექტისა და მასის გაზრდისთვის მიმართავენ.

8 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით (დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა) და 260 ტერცია მუხლის მეხუთე და მეექვსე ნაწილებით (დიდი და განსაკუთრებით ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაცია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

6 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 ტერცია მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით (ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანას“ უკანონო რეალიზაცია) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირი რუსული ნავთობისა და გაზის ნაცვლად აშშ-ის ენერგომატარებლებს შეიძენს
შემდეგი სტატიაროგორც ჩანს, კახა კალაძე არ იქნება თბილისის მერობის კანდიდატი – იაგო კაჭკაჭიშვილი