ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს იზოლატორში ექიმის დახმარება დასჭირდა

ნარკოდანაშაულში ბრალდებულ ბერს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ამ წუთებში, ფოთის წინასწარი დაკავების იზოლატორში მასთან ექიმია შესული.

დაკავებულის ადვოკატმა ჯიტა გულიამ განაცხადა,რომ გიგა (სვიმონ) ქავთარაძე თავს ცუდად გრძნობს როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად.

“ტკივა ყველაფერი – გული, თავის არეშიც აქვს ტკივილები… ახლაც ექიმია მასთან შესული”,-ამბობს ადვოკატი.

დღეს სასულიერო პირს ბრალი ოფიცილურად წარუდგინეს. სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.

banner
წინა სტატიაშიძმები გლუშკოვების საქართველოდან ექსტრადიცია განხორციელდა
შემდეგი სტატიათბილისში რუსთაველის გამზირე, ორი ახალგაზრდა ბიჭი დაჭრეს