ნარკოდანაშაულისთვის შს მინისტრის მოადგილის ცოლის ძმა დააკავეს

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

სამართალდამცავებმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ზურაბ გამეზარდაშვილის ცოლის ძმა დააკავეს. ლაშა შავკაციშვილის აყვანა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნული ბრალდებით ერთი პირის დაკავებას ადასტურებენ, თუმცა მინისტრის მოადგილესთან მისი ნათესაური კავშირის შესახებ არ საუბრობენ.
”ჩვენ შეგვიძლია დაგიდასტუროთ მხოლოდ ის, რომ დაკავებულია ლაშა შ, რომლის მიმართაც სისხლის სამართლის საქმე 260-ე მუხლით აღიძრა, რაც განსაკუთრებით ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს”, – განაცხადეს შსს-ში.

წყარო: ipn.ge

banner
წინა სტატიაში“ხდება მთავარი მითების ნგრევა, რასაც ქმნიდა ეს ხელისუფლება” – ელენე ხოშტარია
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი: გვინდა, ჩვენთან ერთად ბრძოლაში სანდრა რულოვსიც ჩაერთოს