ნარკოდანაშაულისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ ერთი პირი დააკავა

სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული გ. ქ. დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 18 აბი „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული რვიდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიგაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
შემდეგი სტატიასანდრო ბრეგაძე: ივანიშვილს შეთავაზეს გეგმა,რომლის მიხედვითაც ის მიიღებს …