ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ლევან ჯიბღაშვილს ბრალს დღეს წარუდგენენ

მსახიობ ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა მცხეთის წინასწარი დაკავების იზოლატორი გვიან ღამით დატოვა.

ამირან გიგუაშვილის თქმით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული მსახიობი გამოძიებასთან თანამშრომლობს და ისინი ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან, რომელიც სავარაუდოდ, დღეს უნდა გახდეს ცნობილი. სწორედ ამის შემდეგ წარუდგენენ ლევან ჯიბღაშვილს ოფიციალურად ბრალსა.

გამოძიების ინფორმაციით, მსახიობის ავტომობილში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ლევან ჯიბღაშვილს 6 წლამდე პატიმრობა ელის.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში 44 წლის მუშა ქვის დამშლელ მექანიზმში ჩავარდა და დაიღუპა
შემდეგი სტატიაპარლამენტში ივანე მაჭავარიანს მოუსმენენ