ნარკოდანაშაულის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე.ი. დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, დაკავებულისგან ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ და მისი გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველების მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების ორი აბი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი-თავდაცვის მინისტრის მოადგილედ ჯუანშერ ბურჭულაძე დაინიშნა
შემდეგი სტატია,,შემთხვევით არაფერი ხდება,არ არის შემთხვევითი,რომ საქართველო წილხვედრია ღვთისმშობლისა, შეგეწიოთ ღვთისმშობელი”