29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვის, ასევე, რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: ერთ კილოგრამამდე „მდმა“, ნახევარ კილოგრამამდე „ალფა პვპ“ და „მეფედრონი“, „კოკაინი“, „მეტადონი“, „ლსდ“ და „კეტამინი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველების მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციურ დაწესებულებაში ელენე ხოშტარიას მოსანახულებლად ექიმები შევიდნენ
შემდეგი სტატიაბაია პატარაია ევროპული სასამართლოს მიერ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვის დაწყებას გამოეხმაურა