ნარკოდანაშაულის ბარლდებით გერმანიის მოქალაქე დააკავეს

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით გერმანიის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს არცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, -აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშითელავში სამი გოგონა თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა
შემდეგი სტატიამერაბ დვალიშვილმა UFC-ში პირველი მარცხი განიცადა – სპორტსმენი რუს მეტოქესთან დამარცხდა