ნარკობარონ გუსმანის სასამართლო ნიუ-იორკში დღეს გაიმართება

ნარკობარონ ხოაკინ “ცეროდენა” გუსმანს, რომლის ექსტრადაციაც მექსიკის ციხიდან ორჯერ გაქცევის შემდეგ მოხდა აშშ-ში, “თანამედროვეობის ყველაზე ცნობილ დამნაშავეს” უწოდებენ.
მასზე აშშ-ს თითქმის 20 წლის მანძილზე ჰქონდა ძებნა გამოცხადებული. მას ეძახდნენ “საზოგადოების ნომერ პირველ მტერს”. ახლა, მისი აშშ-ში ექსტრადაციიდან ორი წლის შემდეგ, გუსმანი სასამართლოს წინაშე წარსდგება, ნარკოდაჯგუფება “სინალოას” მეთაურობის ბრალდებით. მას, ასევე, ბრალი ედება აშშ-ში ჰეროინის და კოკაინის გავრცელება – სულ 14 მილაირდი დოლარის ღირებულების. პროკურორები თვლიან, რომ მათ საკმარისი მტკიცებულებები აქვთ იმისათვის, რომ 61 წლის გუსმანი ციხეში სამუდამოდ ჩასვან აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერად დაცულ ციხეში.
მექსიკელ კრიმინალურ ავტორიტეტს ხოაკინ გუსმანს აშშ-ში 11 ბრალდება წაუყენეს, მათ შორის, ნარკოტიკების და ცეცხლსასროლი იარაღის კონტრაბანდა და ფულის გათეთრება. თვითონ ბრალდებას უარყოფს.

სავარაუდოდ, სასამართლო პროცესი ოთხი თვე გაგრძელდება. პროცესი გუშინ ჟიურის შეკრებით დაიწყო. 13 ნოემბერს მოსმენები დაიწყება.
ბევრი ანალიტიკოსის თქმით, პროცესი ექსტრაორდინალური იქნება და აი, რატომ: 1. პროკურორები “ცეროდენას” ფულის გათეთრებაში სდებენ ბრალს და 14 მილიარდის ამოღებას ითხოვენ. 2009 წლის Forbes-ის შეფასებით, გუსმანის ქონება ერთი მილიარდი იყო, მაშინ, როცა “სინალოას” ყოველწლიური მოგება 3 მილიარდი დოლარი იყო. ამავე დროს, გაერთიანებას აშშ-ში მოხმარებული ნარკოტიკების 25%-ი შეჰქონდა.

ბრალდების მხარემ ჟიურის ათასობით დოკუმენტი წარუდგინა, მათ შორის, ფოტოები და 117 აუდიოჩანაწერი, რომელიც ნარკობარონის დანაშაულს ადასტურებს. მათ, შორის, 33 მკვლელობის საქმეს. “ეს არის საქმე ნარკოტიკებსა და მასთან დაკავშირებულ მკვლელობებზე და მე უფლებას არ მოგცემთ ის წარადგინოთ, როგორც საქმე მკვლელობებზე და დანაშაულებზე, რომელიც ნარკოტიკებთან არის კავშირში” – მოსამართლეს გაზეთი New York Times-ი ციტირებს.
სასამართლო სხომა რამდენჯერმე გადაიდო.
ჩანიშნული სხდომისთვის საგანგებო მობილიზებაა გამოცხადებული.

banner
წინა სტატიაშირუსი გამომძიებელის მკვლელი საქართველოში დააკავეს
შემდეგი სტატიაირაკლი კოვზანაძე – 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი უპრეცედენტოდ გაზრდილია