“ნარინჯისფერი კვირეულის” ფარგლებში კედლის მოხატვის აქცია გაიმართება

news
ავტ.: news ნოემბერი 26, 2015 22:07

“ნარინჯისფერი კვირეულის” ფარგლებში კედლის მოხატვის აქცია გაიმართება

მნიშვნელოვანი

  • ნარინჯისფერი კვირეულის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად ხვალ კედელს მოხატავს.

სხვა სტატიები

ნარინჯისფერი კვირეულის ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტრო, სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად ხვალ კედელს მოხატავს.

ქალზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 25 ნოემბერს გაიხსნა და მიზნად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას ისახავს. კამპანიის სლოგანია: არა ძალადობას!; თქვი არა!

კედლის მოხატვის აქცია სოლიდარობის კიდევ ერთი დემონსტრირება იქნება გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ. სტუდენტებს შეუერთდება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლათა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამარ ბარკალაიაც. პრობლემის მოგვარების მხრივ საზოგადოების აქტივობას და მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. ერთად ვუთხრათ არა ძალადობას!

news
ავტ.: news ნოემბერი 26, 2015 22:07