ნარინჯისფერ კვირეულში სუხიშვილები ჩაერთვნენ

ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული ფლეშმობი სუხიშვილების ბავშვთა აკადემიის შესრულებით.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ძალადობას ამჯერად პატარა მოცეკვავეები ეუბნებიან არას და საზოგადოებას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

ნარინჯისფერკვირეულს თბილისი მოლი და სუხიშვილების ბავშვთა აკადემია შეუერთდა.
ნარინჯისფერ კამპანიას უკვე შეურთდნენ ექიმები, დიპლომატიური კორპუსი, მთავრობის წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია 25 ნოემბერს გაიხსნა და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. ერთად ვუთხრათ არა ძალადობას!

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: 1,18 ლარად ადამიანების ნორმალურად გამოკვება წარმოუდგენელია
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი – საქართველო არ ითხოვს MAP-ს, ითხოვს ნატო-ში გაერთიანებას