15.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელი პანდუსი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ჩაიკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარეობს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის კმ1-კმ6 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც საჭიროა, 2026 წლის 3 მაისიდან 18 მაისის ჩათვლით, საავტომობილო გზის კმ0+800-ზე მარცხენა მხარეს არსებული ჩამსვლელი პანდუსის ჩაკეტვა.

მოძრაობის ჩაკეტვის პერიოდში, ნარეკვავიდან თბილისის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ქალაქ მცხეთის გავლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზისა და საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესის სატრანსპორტო კვანძის გამოყენებით.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ახალ ხელმძღვანელად ბაადურ შენგელია დაინიშნა
შემდეგი სტატიაქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ახალი სივრცე გაიხსნა