ნარჩუნდება ძლიერი წვიმის, სეტყვისა და ქარის გაძლიერების მაღალი ალბათობა

დღეს, დღის მეორე ნახევარში საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე, მათ შორის თბილისში, ნარჩუნდება ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის გაძლიერების მაღალი ალბათობა, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე, შესაძლებელია, წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიდმიტრო კულება – გვესმის, რომ დადგება მომენტი, როცა რუსეთთან საუბარი საჭირო იქნება, მაგრამ არ მივცემთ უფლებას, ულტიმატუმების ენით ისაუბროს
შემდეგი სტატიაპესკოვი: რუსეთს არ აქვს განზრახული შეაჩეროს შეტევა ხარკოვის რეგიონში