16.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ნაქურდალი მანქანით დასავლეთისკენ მიდიოდნენ, რა დროსაც ავარია მოახდინეს- დაკავებულია 2 პირი, მათ შორის არასრულწლოვანი

Close-up of the blue and red lights on top of a police vehicle

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სატრანსპორტო საშუალების ქურდობის ბრალდებით, ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თბილისში ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ავტომობილს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ და ნაქურდალი ავტომობილით დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.

დანაშაულის ჩადენიდან მალევე მათ ნაქურდალი ავტომობილით ავტოსაგზაო შემთხვევა მოახდინეს. მანქანა შემთხვევის ადგილზე მიატოვეს და თავად მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს, ნაქურდალი მანქანა კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,_ აცხადებს შინაან საქმეთა სამინისტრო

banner
წინა სტატიაშირეჟისორმა უტა ბერიამ ლოკარნოს კინოფესტივალზე მოპოვებული ჯილდო მათე დევიძეს მიუძღვნა
შემდეგი სტატიაგამოძალვა თბილისში: დაზარალებულებს იარაღით ემუქრებოდნენ და სესხის თანხას ართმევდნენ- დაკავებულია სამი პირი