ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

banner
წინა სტატიაშისკანდალი-„სტივი ვანდერის კონცერტი, რომელიც „ავერსმა“ პრიზად გადმომცა, არ არსებობს“
შემდეგი სტატიაპოლიციამ პეკინის გამზირზე სამკაულების მაღაზიის გაქურდვის ფაქტი გახსნა