ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

ინტენსიური თოვის, ძლიერი ქარბუქისა და ზვავსშიშროების გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამავე გზის კმ10-კმ34 აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი საზოგადოებას მოუწოდებს, ზამთრის პერიოდისთვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით იმოძრაონ და საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს დაემორჩილონ.

banner
წინა სტატიაში”ბიბლუსი” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატია„უშიშროების საბჭო არის გადმონაშთი საპრეზიდენტო მმართველობისა“ – ძიძიგური