6.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მარტი 11, 2026
banner

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებასთან დაკავშირებით შეზღუდვები დაწესდა

ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, განცხადებას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

“თოვლისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის ­საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმესტიის გზაზე მოქალაქეებმა ღამე ავტომობილებში გაათენეს – ვითარება ბარჯაშთან
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეაში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა – დაღუპულია ეკიპაჟის ორივე წევრი