ნაპოვნია მანქანა, რითაც ნავალნის ცხედარი მოიპარეს (video)

7 თებერვლს, ღამე, FSIN-ის ავტოკოლონამ ქალაქებს – ლაბიტნანგისა და სალეხარდს შორის ბორანი გადალახა.

ის ერთადერთი სახმელეთო მარშუტია, რომელიც ხარპის კოლონიიდან ამ ქალაქებამდე მიდის.

,,მედიაზონამ” სათვალთვალო კამერების დახმარებით ოთხი მანქანისგან შემდგარი კოლონა ამოიცნო. გამოცემა თვლის, რომ მას ალექსეი ნავალნის ცხედარი გადაჰქონდა და ასკვნის, რომ ხელისუფლება აპირებს ცხედრის დამალვას ნათესავებისა და ადვოკატებისთვის.

17 თებერვალს, პოლიტიკოსის გარდაცვალების გამოცხადებიდან მეორე დღეს, კოლონიაში ჩავიდნენ ნავალნის დედა ლუდმილა ნავალნაია და ადვოკატი, მაგრამ მათ უთხრეს, რომ ცხედარი სალეხარდის მორგში გადაასვენეს, თუმცა იქვე განაცხადეს, რომ ცხედარი დანიშნულების ადგილზე არ იყო.

დოკუმენტში, რომელიც კოლონიის თანამშრომლებმა დედას გადასცეს, ნათქვამია, რომ ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით 14:17 საათზე გარდაიცვალა.

ადამიანის უფლებათა დაცვის პროექტის OVD-Info-ს თანახმად, 19 თებერვლის დილისთვის 48 ათასზე მეტმა ადამიანმა მიმართა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტს ალექსეი ნავალნის ცხედრის ოჯახისთვის დაბრუნების მოთხოვნით. ამასთან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ნავალნის დედას და ადვოკატებს განუცხადა, რომ ნავალნის გარდაცვალების გამოძიება გაჭიანურდა.

შესაბამისად, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გარდაცვალების მიზეზი ჯერ კიდევ “დაუდგენელია”, – იუწყება ნავალნის თანამოაზრე კირა იარმიში.

banner
წინა სტატიაშირუსეთის თავდაცვის ძალებმა ევროპაში ყველაზე დიდ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
შემდეგი სტატიაგურამ მაჭარაშვილი – სალომე ზურაბიშვილი ჩაეწერა იმათ რიგებში, ვინც ამბობს, რომ ხალხს არავინ ეკითხება