ნაპოვნია მამისა და მისი სამი შვილის ცხედრები (ფოტო)

ნაპოვნია მამისა და მისი სამი შვილის ცხედრები – ნერგეეთში სულის შემძვრელი ტრაგედია ტრიალებს….

მეწყრული მასის სიმაღლე სოფელში 30 მეტრია, მოცულობა კი დაახლ. 200.000 კუბური მეტრი მასა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, კიდევ ორი
ცხედარი იპოვეს.

ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, ნაპოვნია 8
ცხედარი, ხოლო ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება 1 პირის მიმართ.

მეხანძრე-მაშველები, სტიქიის ეპიცენტრში, სამძებრო ღონისძიებას შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ. სტიქიის ზონაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე.

ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ
მღებრიშვილიც, რომელიც სამაშველო სამუშაოებს ხელმძღვანელობს.

 

banner
წინა სტატიაშითბილისში 17 000 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
შემდეგი სტატიათამო კეშელევა: ცას წვდება ჭირისუფლის კივილი და ყურები და თვალებიც რომ დაიხშოთ ბოლომდე, ყნოსვით მაინც იგრძნობთ უბედურების მწკლატე სუნს…