ნაფიცმა მსაჯულებმა მაგდა პაპიძე დამნაშავედ სცნეს

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს. მსაჯულები სათათბიროდ დაახლოებით 18.30 საათზე გავიდნენ.

სამ საათიანი დრო ნაფიცმა მსაჯულებმა სრულად არ გამოიყენეს.

ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც ნაფიც მსაჯულებს გადაწყვეტილების მისაღებად სამ საათზე ნაკლები დრო დასჭირდათ.

ბრალდება 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელის ზომას, მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე განსაზღვრავს. ამ გადაწყვეტილებას მოსამართლე სავარაუდოდ ხვალ გამოაცხადებს.

მაგდა პაპიძის პროცესი სამ კვირაზე მეტხანს მიმდინარეობდა. დაიკითხა პროკურატურის 60-მდე და დაცვის ორი მოწმე.

 

https://youtu.be/Jm6Gbwc7SD4

banner
წინა სტატიაშიგიორგი გიუნაშვილის ახლობლები ე.წ. უშიშროების კომიტეტის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ
შემდეგი სტატიამსაჯულებმა მაგდა პაპიძე დამნაშავედ ცნეს