20.9 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 13, 2026
banner

ნაფეტვრების გზაზე კლდე ჩამოიშალა და მძიმე ტექნიკა მოიყოლა

ნაფეტვრების გზაზე კლდე ჩამოიშალა და მძიმე ტექნიკა მოიყოლა. მძღოლმა, რომელიც ტრაქტორს მართავდა, კაბინიდან გადახტომა მოასწრო. ინფორმაციას ტვ პირველი ავრცელებს.

ამ დროისთვის, ნაფეტვრების გზაზე უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული. ადგილზე პოლიცია და გეოლოგები არიან მობილიზებულები.

გავრცელებული ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც კლდემ ჩამოშლა დაიწყო, პოლიციამ იოსელიანის ქუჩაზე მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა. ამ დროისთვის საფრთხის ქვეშაა 3 ოჯახი, რომელთა სახლებიც პირდაპირ კლდის თავზე დგას.

ადგილობრივები კლდის ჩამოშლის მიზეზად ტერიტორიაზე მიმდინარე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას ასახელებენ.

banner
წინა სტატიაშირას ამბობს ვახტანგ ძაბირაძე ვიდეოზე, რომელშიც პატრიარქის სიტყვები შემთხვევით გაისმა და განხილვის თემად იქცა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ სამ პირს, მათ შორის, ორი სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებს ბრალდება წარუდგინა