19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

ნანუკა ჟორჟოლიანმა კამპანია „ქალების ძალა“ დაიწყო

ნანუკა ჟორჟოლიანმა კამპანია „ქალების ძალა“ დაიწყო და დღეს პირველი შეხვედრა გამართა.

როგორც ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, ამ კამპანიის ნაწილია ყველა, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს.

„ქალების ძალა. კამპანია „მე მიყვარს საქართველო“ გახსნილად გამომიცხადებია. ამ კამპანიის ნაწილი ხართ ყველა, ვისაც ეს ქვეყანა გიყვართ“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი და შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

ნანუკა ჟორჟოლიანის პირველ შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც ჟურნალისტები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ქალები – ეკა ხერხეულიძე, სევდია უგრეხელიძე, ანა წითლიძე, ანა ნადარეიშვილი, ეკა მიშველაძე, თეა ადეიშვილი, ნინო დარასელი და სხვები.

banner
წინა სტატიაშილევან მაჭავარიანი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძალიან არაჯანსაღი პროცესებია
შემდეგი სტატიაომის შემსწავლელი ინსტიტუტი: რუსეთის სარდლობა პუტინს ხარკოვისა და სუმის ოლქებში მიღწეული წარმატებების შესახებ ატყუებს