18.7 C
Tbilisi
ხუთშაბათი, ივნისი 11, 2026
banner

ნანუკა ჟორჟოლიანმა იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა ნანუკა ჟორჟოლიანმა 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შემდეგ, იზოლატორი დატოვა.

მას სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები დახვდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ტელეწამყვანსა და „ნანუკას ფონდის” დამფუძნებელს, ნანუკა ჟორჟოლიანს 3- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა 19 მაისს შეუფარდა. ჟორჟოლიანი სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ნანუკა ჟორჟოლიანს 2025 წლის დეკემბრის თვეში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილის დარღვევას ედავებოდა, რაც ტროტუარზე ქვეითთა გადაადგილების ხელოვნურ შეფერხებას გულისხმობს, რომელიც 2-დან 15 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტის კულტურის კომიტეტმა ცივ-გომბორის დაცული ტერიტორიების შექმნის შესახებ იმსჯელა
შემდეგი სტატიასუს-მა გრიგოლ ლილუაშვილის ყოფილი მოადგილე დააკავა