ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ

ყველასთან გარიგებაში შეხვედით და ინახავდით შავი დღისთვის ამ საზიზღობას!

“ნანუკას ფონდის” დამფუძნებლის, ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ინფორმაციას თავად ჟორჟოლიანი ავრცელებს.

“ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან. ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ”, – წერს ჟორჟოლიანი.

ჟორჟოლიანი ადვოკატის დალოდებას ითხოვდა, რაზეც პროკურატურის წარმომადგენლებმა უარი უთხრეს. მას ასევე პირდაპირი ეთერის გაგრძელების საშუალებაც არ მისცეს.

სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. საქმე, სავარაუდოდ, პროკურატურის მიერ საბოტაჟის საქმეზე ვატო შაქარიშვილის მიმართვის შედეგად დაწყებულ გამოძიებას ეხება. ამ გამოძიების ფარგლებში „ნანუკას ფონდის”, „ფროსფერითის”, „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის”, „სირცხვილიას” და „ფონდის ერთმანეთისთვის” საბანკო ანგარიშები დააყადაღეს.

banner
წინა სტატიაშიაქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლში პროკურატურა შევიდა და ჩხრეკა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაპროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკაზე “ადამიანის უფლებათა ცენტრის” დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის სახლში მივიდნენ