ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, რუსთავის ციხესთან პოლიცია გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა

“მთავარი არხის” ტელეწამყვანის, ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, რუსთავის ციხესთან პოლიცია გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდა. მისი თქმით, აქცია მერიასთან შეთანხმებულია და ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებით ნებართვაც მიიღეს.

Facebook “ლაივში” გასვლიდან მალევე ჟორჟოლიანს გზაზე სცენის დადგმის საშუალება მისცეს.

“მე ვიმყოფები ახლა რუსთავში, იცით, რომ აქციაა დაგეგმილი და გელოდებით ყველას, ვინც ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილი იმსახურებს სამედიცინო მომსახურეობას ისე, როგორც ყველა სხვა დანარჩენი პატიმარი, როგორც თავად ამბობენ. თუმცა მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო მაღალ ხარისხს იმსახურებს”, – თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

banner
წინა სტატიაში“40 დღე ადამიანი რომ იშიმშილებს და კიდევ კარგად იქნება, ე.ი. სხვა რაღაცაშია საქმე”
შემდეგი სტატიაცერცვაძე: ხალხმრავალი შეკრებებისთვის თავის არიდება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს