ნანუკა ჟორჟოლიანი: ვიცი, რთული გზა იქნება, მაგრამ მარტივი არასდროს ამირჩევია

სამტრედიის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის ოლქში “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშია” მაჟორიტარობის კანდიდატი ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი იქნება.

“დიახ, გადავწყვიტე ეს გამოწვევა მივიღო. ვიცი, რთული გზა იქნება, მაგრამ მარტივი არასდროს ამირჩევია. მაგრამ იქნება საინტერესო და ჩემი ერთადერთი მიზანია, შევქმნა ახალი კამპანია. მე არ ვარ პოლიტიკოსი და არც მინდა, ის გავხდე. მე მინდა, ვიყო ადამიანების იმედი, როგორც აქამდე ვიყავი” – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანი “მთავართან”

იმის მიუხედავად, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი კენჭს იყრის, ის რჩება “მთავარ არხზე” და კვლავ გააგრძელებს გადაცემას “სხვა ნანუკა”, რომელიც სოციალურ საკითხებს ეთმობა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
შემდეგი სტატიაერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატად ექიმი მალხაზ ჯალაღონია წარადგინა