23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ნანუკა ჟორჟოლიანი: ტელეკომპანია “ფორმულას” გადასარჩენად რეაგირებაა საჭირო

ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში საგანგებო პოსტს აქვეყნებს, სადაც ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს აფასებს.

“ქართული ოცნება” ჯერ აკმაყოფილებს გოგა ხაინდრავას საჩივარს “ფორმულას” წინააღმდეგ და რამდენიმე დღეში, კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ ფორმულამ ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში.
ვინმეს გეჩვენებათ რომ ფორმულაზე შეტევა ორკესტრირებული არაა?
ბაბლო, ასეთ დროს მართლა გგონიათ რომ შიმერია ამ ქვეყანაში პრობლემა? მართლა გგონიათ რომ ნაცების შიდაპარტიული თემები უფრო საინტერესოა? ან, მიშა რა სტატუსს დაწერს?
რატომ არ გმობთ, არაინფლუენსერი პოლიტიკოსის მავნებლობას? გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა? საკუთარი კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გინდათ?
სად არიან კოალიციის სხვა ლიდერები? რატომ არ ემიჯნებიან ამ განცხდებას? რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?

ფორმულას თავზე ღრუბელს აგროვებენ და რაც უფრო მალე გავიაზრებთ ამას, მით მეტი შანსი იქნება მისი გადარჩენის”,_ წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: ირანი რეგიონში არასტაბილურობის ძალა იყო, ახლა ახლო აღმოსავლეთის გარდაქმნა გვსურს
შემდეგი სტატიაშიო მესამე: მატერიალურ კეთილდღეობას ვეძებთ და მხოლოდ შემდეგ — ღვთის სასუფეველს, რითაც ღმერთს ვშორდებით