“როცა ირაკლი კობახიძე ამბობს, პატიმრებმა ითხოვონ შეწყალება და მიიღებენო იტყუება. აგერ არის კონკრეტული მაგალითი”,_ წერს სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანი და მაგალითისთვის მოჰყავს დანიელ მუმლაძის ამბავი.
გავრცელებული ინფორმაციით, 3 წლის ბავშვის მამა 22 წლის დანიელ მუმლაძე 2024 წელს დააკავეს აქციების კონტექსტში, კამერების დაზიანების ფაქტზე. განაჩენის გამოცხადების დღიდან დანის ოჯახმა მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით ხშირად მიმართავს, ყოველთვის უარია.
















