“გურიაში მითხრა ბებომ, გურული კილოკავით, რაფერ შეიძლება კაცის ძალით გათხოვება? მაი არაა მართალი:) და მიაყოლა რომ ოჯახის ყველა წევრი ემიგრაციაში ჰყავს, როგორ უჭირდათ ჩაიში სამსახური რომ არ გამოჩენილიყო, რომ ახლაგაზრდები სოფლებიდან სხვა ქალაქში კი არა, უკვე სხვა ქვეყანაში გარბიან.
ყველა კვლევა ამბობს, რომ მთავარი პრობლემაა
უმუშევრობა 70%
სიღარიბე 58%
დაბალი ხელფასი 57%
ჯანდაცვა 43%
არსად წერია რომ ამ ქვეყანაში ერთსქესიანთა ქორწინება ვინმეს ადარდებს. ქოცები ყალბ ნარატივებს გვიქმნიან და ჩვენც ვეგებით ამ ანკესს.
ქოცური ნარატივით მისი ამომრჩეველი ჩვენთან არ მოვა. ჩემს მიერ ჩამოთვლილი პრობლემების მოგვარების რეალურ გზებს , ძალას და გამარჯვების შანსს თუ დაინახავენ, კი არ წამოვლენ, გამოიქცევიან ქოცებისგან.
როცა ვამბობთ რომ ხალხი უნდა გაერთიანდეს, არ შეიძლება ყველას არ ვგულისხმობდეთ და ყველა ნიშნავს ყველას.
გამარჯვება ყველა მებრძოლს და თავისუფლება ყველა პოლიტიკურ პატიმარს,“ — წერს ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში
„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა, სადაც ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტის შესახებ საუბრობს. ხაბეიშვილი პირველ პუნქტში წერს, რომ საქართველოში არასდროს იქნება ერთსქესიანთა ქორწინება და ოჯახი იყო, არის და იქნება ქალისა და მამაკაცის ერთობა.