14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ნანუკა ჟორჟოლიანი: “ქართული ოცნება” ავტორიტეტებს ანგრევს

ნანუკა ჟორჟოლიანი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების მიერ ნანი ბრეგვაძის წინააღმდეგ გავრცელებულ ვიდეორგოლს ეხმაურება. მისი თქმით, მმართველი გუნდი საზოგადოებისთვის ავტორიტეტული ადამიანების დისკრედიტაციას ცდილობს, თუმცა არსებობენ ხელოვანები, რომლებსაც მსგავსი თავდასხმები ვერაფერს დააკლებს.

ჟორჟოლიანის განცხადებით, ხელისუფლება საზოგადოებას მკვეთრი არჩევანის წინაშე აყენებს: „ან ჩვენსკენ ხარ, ან ტალახში გაგორიალებთ“.

„„ქართული ოცნება“ ავტორიტეტებს ანგრევს — იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ, რომ საზოგადოებაზე გავლენა ჰქონდეთ, და ნანი მათთვის მოუნელებელი თემაა. „ქართულ ოცნებას“ დღეს რაღაცნაირი მკვეთრი წყალგამყოფი აქვს: გეუბნებიან, რომ ან ჩვენსკენ ხარ, ან ავდგებით და ტალახში გაგორიალებთ.

მაგრამ, არიან ადამიანები, რომლებიც ტალახს არ იკარებენ. „სუხიშვილებს“ ვერასდროს ვერაფერს დააკლებენ, ვერც ნანი ბრეგვაძეს და ამ ქვეყანას. ერთი ხელით ნოდარ დუმბაძეს იცავენ და მეორე ხელით „სუხიშვილებს“ ასე თავს ესხმიან. ეს არის ზუსტად პირფერობა და ის, რომ ამ ხალხს საერთოდ ქართველობასთან შემხებლობა არ აქვს — ამ ყველაფერს მხოლოდ საკუთარი თავისთვის აკეთებენ“, — აცხადებს ნანუკა ჟორჟოლიანი ტვ პირველის ცნობით.

„სუხიშვილებისა“ და ნინო ქათამაძის შემდეგ, პროპაგანდის სამიზნე ლეგენდარული ქართველი მომღერალი, ნანი ბრეგვაძე გახდა. გადაცემა „უცნობის“ ეთერში ნანი ბრეგვაძესა და ფესტივალ Tbilisi Open Air-ს ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით დამზადებული ვიდეორგოლით მიაყენეს შეურაცხყოფა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდში, ბენზინმზიდი აფეთქდა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა