25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ნანუკა ჟორჟოლიანი პირველ არხზე მომხდარ ინციდენტზე: ბავშვს მისდის გული, სიმღერა გრძელდება – რეჟისორი ან ოპერატორი რას აკეთებდა?

“ბავშვს მისდის გული და ბოლომდე გრძელდება სიმღერა.

4 კამერა დგას მინიმუმ, ოპერატორებმა კადრში არ ჩაიხედა? რეჟისორი რას აკეთებდა? პულტზე ვინ იჯდა? პროდიუსერი კადრს არ აკონტროლებდა?
განა ის რომ დაინახეს და რეაქცია არ ჰქონდათ, უბრალოდ გამოდის რომ არავინ თავის საქმეს არ აკეთებს.

რა სიგიჟე ვიდეოა”,_ ასე ეხმაურება ნანუკა ჟორჟოლიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „დღე პირველ არხზე“ მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც „სიმღერის აკადემიის“ 10 წლის მონაწილე პირდაპირი ეთერის მსვლელობისას შეუძლოდ გახდა და დაეცა.

როგორც პირველ არხში აცხადებენ, ფაქტი კამერებმა ვერ დააფიქსირეს.

banner
წინა სტატიაშიEU-ს წარმომადგენლობა: საქართველო და ევროკავშირი ვიზების შეჩერების მექანიზმზე სიღრმისეულ დიალოგს გამართავენ
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი: ბიზნესმენები “ოცნებას” ფულს იმიტომ სწირავენ, რომ რეპრესირებულები არ არიან